ერთწლოვანი მცენარე Chenopodiaceae-ს ოჯახიდან, რომელიც კულტივირდება მისი მწვანე ფოთლების გამო.
100 გ-ში 17 კკალ
რკინა, რომელსაც ისპანახი შეიცავს უსაფრთხო, ნატურალური ფორმითაა, მაშინ როდესაც ფარმაკოლოგიური საშუალებებიდან მიღებულმა რკინამ შეიძლება დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში.
სიძლიერის საიდუმლო
ისპანახი რკინის არაჩვეულებრივი წყაროა, რომელიც ჰემოგლობინის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას თითოეული უჯრედისათვის.ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ქალების, ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
ისპანახი K ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას შეიცავს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლების სიძლიერეზე.