healthy food with Fotine

Posts tagged ‘ბოსტნეული’

ისპანახი

bost_ispanaxi

ერთწლოვანი მცენარე Chenopodiaceae-ს ოჯახიდან, რომელიც კულტივირდება მისი მწვანე ფოთლების გამო.

100 გ-ში 17 კკალ

შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას, ცინკს, მანგანუმს, ფტორს, ვიტამინებს C,B1, B2, B6, PP, E, K, ასევე ფოლიუმის მჟავასა და პროვიტამინ A-ს.
უსაფრთხო რკინა

რკინა, რომელსაც ისპანახი შეიცავს უსაფრთხო, ნატურალური ფორმითაა, მაშინ როდესაც ფარმაკოლოგიური საშუალებებიდან მიღებულმა რკინამ შეიძლება დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში.

სიძლიერის საიდუმლო 

ისპანახი რკინის არაჩვეულებრივი წყაროა, რომელიც ჰემოგლობინის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას თითოეული უჯრედისათვის.ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ქალების, ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

ძლიერი ძვლები

ისპანახი K ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას შეიცავს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლების სიძლიერეზე.

ყვავილოვანი კომბოსტო

bost_kvavil_kombosto

კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარე. მცენარის განუყოფელი ნაწილი მისი ქორფა, თეთრი ყვავილედებია. მისი კულტივირება ძირითადად საშუალო კლიმატის პირობებში ხდება.

100 გ-ში 21 კკალ

შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, მანგანუმს, რკინას, სპილენძს, ცინკს, ფტორს, კაროტენს, ვიტამინებს C, K, B1, B2, B6.

სიმსივნე ვერ მოგერევათ 

ეს ბოსტნეული რეკომენდებულია სიმსივნის პრევენციისათვის.

ყვავილოვანი კომბოსტო – დეტოქსიკაცია 

ყვავილოვანი კომბოსტოს შემადგენლობაში არსებულ ფერმენტებს მნიშვნელოვანი დეტოქსიკაციის უნარი გააჩნიათ. თუ ტოქსინები დროულად არ იქნა მოცილებული ორგანიზმიდან, შესაძლოა გამოიწვიონ უჯრედის დაზიანება და შემდგომში სიმსივნე. ვიტამინებთან და მინერალებთან კომბინირებულ ფერმენტებს, როგორიცაა მაგალითად ყვავილოვანი კომბოსტოს შემადგენლობაში, მნიშვნელოვანი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნიათ.

ბროკოლი

broccoli

ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დაფასებული ბოსტნეულია იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნავს. იგი სავსეა ვიტამინებითა და ანტი-სიმსივნური ნივთიერებებით და რეკომენდირებულია ყველა ჯანმრთელ დიეტაში.

ბროკოლი, რომელსაც ასევე უწოდებენ მწვანე ყვავილოვან კომბოსტოს ანდა გრძელ კომბოსტოს, ვიტამინების A, K, C, B და ფოლიუმის მჟავის მდიდარი წყაროა. ბროკოლი ასევე შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო მინერალურ მარილებს, როგორცაა კალიუმი, კალციუმი. რკინა, ფოსფორი, სელენიუმი და მაგნიუმი.

ბროკოლი – ანტისიმსივნური ბოსტნეული

ხილისა და ბოსტნეულის რეიტინგებში ბროკოლს პირველი ადგილი უჭირავს კიბოსთან მებრძოლ ბოსტნეულთა კატეგორიაში. ეს ბოსტნეული sulforaphane-ის მდიდარი წყაროა, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა საკვების ღეჭვის დროს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ებრძვიან ისე, რომ ზიანს არ აყენებენ ჯანმრთელ უჯრედებს. უფრო მეტიც, sulforaphane-ი ზრდის ფერმენტების რაოდენობას, რომლებიც ეხმარებიან სხეულს, გამოდევნოს ის უსარგებლო ნივთიერებები, რომელსაც ორგანიზმი გამოყოფს. დამტკიცებულია, რომ ბროკოლის რეგულარული მოხმარება ამცირებს კარცინოგენებისა და ფილტვებისათვის მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა ბენზოლი და აკროლეინი (მათ შეუძლიათ, პერმანენტულად დააზიანონ ჩვენი დნმ). ბროკოლიში არსებულ პიგმენტებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი და ქლოროფილი, ასევე აქვთ ანტისიმსივნური თვისებები.